ზურაბ ჯაფარიძე: რამდენად კარგი ფეხი მაქვს, არ ვიცი

ახალი წლის ღამეს „გირჩმა“ ზურა ჯაფარიძის გაქირავება გადაწყვიტა.

როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, ამ იდეის მიზანია, პარტიისთვის შემოწირულობის გენერირება.

„რამდენად კარგი ფეხი მაქვს არ ვიცი, მაინცდამაინც ეგეთი რაღაცეების არ მჯერა – კარგი ფეხის და ცუდი ფეხის. მაგრამ არის ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც უხარიათ ჩემთან შეხვედრა და გადავწყვიტეთ ეს შესაძლებლობა მივცეთ, რომ თუ ვინმეს უნდა სტუმრად მივიდე, რატომაც არა, ახალი წლის ღამე, ისეთი ღამეა, როცა შეიძლება ადამიანები ასე გაახარო“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ „იმედის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად