ზურაბ ჯაფარიძე: ყველა კორონა-ჯარიმა უნდა გაუქმდეს, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის

პარტია “მეტი თავისუფლება გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ “შეზღუდვების შერბილება, რომელიც დღეს დააანონსა დე ფაქტო მთავრობის ლიდერმა, კარგია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი”

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში Facebook წერს.

“შეზღუდვების შერბილება, რომელიც დღეს დააანონსა დე ფაქტო მთავრობის ლიდერმა, კარგია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი
ასეთი ტიპის შერბილებების და/ან შერბილებების დაპირებების მიზანია ერთი მხრივ პროტესტის მუხტის შემცირება, ხოლო მეორე მხრივ პროტესტისგან იმ სოციალური ჯგუფების ჩამოცილება, რომელთა ინტერესებიც სრულად ან ნაწილობრივ კმაყოფილდება ასეთი შერბილებებით
ეს უნდა დაგვენახა/გვესწავლა, ერთი წელია ამ სტრატეგიით გვხუთავენ
ნახევრად-მოთხოვნები – ასე კი არა ისე დაგვარეგულირეთ – არ მუშაობს; სისუსტედ აღიქვამენ და არაფერს გითმობენ
რაც მუშაობს, არის ერთიანობა, პრინციპულობა და სიმტკიცე; შეეშინდათ მასობრივი დაუმორჩილებლობის და რაღაცა გადმოაგდეს
ამიტომ:
ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას და უნდა მოიხსნას დაუყოვნებლივ!
ყველა კორონა-ჯარიმა უნდა გაუქმდეს, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის!
პროტესტმა კონკრეტული გაკვეთილი უნდა ასწავლოს როგორც დე ფაქტო მთავრობას, ისე ზოგადად პოლიტიკურ კლასს ამ ქვეყანაში –
ვერავინ ვერასოდეს ვეღარ უნდა გაგვიბედოს იმის გაკეთება, რაც გვჭირს უკვე 1 წელია!
ეს შეიძლება იყოს ერთადერთი პოზიტიური რამ, რაც შეიძლება გამოვიტანოთ ამ სამარცხვინო და საშიში ყოფიდან
და ეს უნდა იყოს მიზანი” -წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...