ზურაბ ჯაფარიძე: „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნაზე საუბარი სასაცილოა

როგორც „გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტვ „პირველთან” საუბრისას განაცხადა, არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში ოპოზიციასთან ითანამშრომლებს.

„ოპოზოციის გამარჯვების შემთხვევაში, იქმნება კოალიციური მთავრობა. ლაპარაკი შეიძლება ყველასთან, მაგრამ ,,ქართულ ოცნებას” ნდობა აქვს დაკარგული და საუბარი მათთან კოალიციის შექმნაზე სასაცილოა. თავს ხომ არ გამოვისულელებთ. ოპოზიციურ ფლანგზე ბევრი კონკრეტული შეთანხმება გვაქვს დადებული იმის შესახებ, რომ ეს ქვეყანა შევცვალოთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად