ზურაბ ჯაფარიძე: პრეზიდენტობის შემთხვევაში, კანონების 99%-ს ვეტოს დავადებ

ამის შესახებ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "7vs1"-ში განაცხადა. 

– პრეზიდენტობის შემთხვევაში, თუ შეამცირებთ თქვენს ხარჯებს  და დარჩებით თუ არა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში?-ამ შეკითხვით მიმართა "აიპრესის" ჟურნალისტმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რაზეც ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა:

"რაც შეეხება ხარჯებს, დათვლილი მაქვს ჯამში, სანამ მე პრეზიდენტი ვიქნები დავზოგავ, სადღაც 70 მილიონზე მეტ ლარს. არ მგონია, დღეს პრეზიდენტს სჭირდებოდეს  ის, რაც აქვს. პირდაპირი დაფინანსება 9 მილიონი ლარია, სარეზერვო ფონდი კი 5 მილიონი ლარი და არ მგონია, რომ ეს პრეზიდენტის საქმე იყოს. პრეზიდენტს ამდენი ფული არ სჭირდება, რაში ხარჯავენ არ ვიცი. დიდი ალბათობით, ეს პოლიტიკური დივიდენდების ამბავია, ვიღაცებს აძლევენ გრანტებს და ა.შ.

იმისთვის, რომ თქვას, მარგველაშვილი კარგი კაცია, იმიტომ, რომ ამაში მომცა გრანტი. კონკურსს ჩაატარებენ, რაღაც სისულელეს მოიგონებენ და იმაში დახარჯავენ. არ ვაპირებ ამის გაკეთებას. დარწმუნებული ვარ, იმაზე იაფი დავუჯდები, ვიდრე ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც აქამდე ჰყოლია ამ ქვეყანას. 

რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, ის ადგილი გასაყიდია. ფანტასტიური ადგილია თავის შენობიანად და ყველაფრინად, სადაც შესაძლოა მინიმუმ რამე კარგი ბიზნესი გაკეთდეს(სასტუმრო) 

მინდა, გულწრფელი პრეზიდენტი ვიყო და ვეტოები ვურტყა ყველა კანონს. ალბათ,  99%-ს ვეტოს დავადებ, რადგან კანონების უდიდესი ნაწილი ჩვეულებრივი სიგიჟეა.

პრეზიდენტი უნდა იჯდეს ქუთაისში, ისე როგორც მთელი მთავრობა, სადაც პარლამენტია. თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მთავრობა უნდა იჯდეს იქ, სადაც ზის პარლამენტი და პრეზიდენტიც იქ უნდა იყოს", – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად