ზურაბ ჯაფარიძე: პოლიტპატიმრები არიან გამოსაშვები, პოლიტიკური დევნა შესაწყვეტია!

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დახურულ შეხვედრას მართავენ.

შეხვედრის დაწყებამდე, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები გათავისუფლდნენ და საარჩევნო სისტემა პროპორციულობის პრინციპს მაქსიმალურად დაუახლოვდეს.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებას გამორიცხავს პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.

” პოლიტპატიმრები არიან გამოსაშვები, პოლიტიკური დევნა არის შესაწყვეტი, სხვა შემთხვევაში საუბარი რაიმე საარჩევნო სისტემაზე მგონია რომ აზრს მოკლებულია. ვინც არიან გარეთ შეიძლება ისინიც დაიჭირონ მერე, გამოვა რომ შეთანხმებული ვიქნებით და ყველა იქნება ციხეში. იმ სისტემაში, რაზეც ბოლოს იყო საუბარი, ისეთი ხვრელია, რომ შეუძლიათ დამოუკიდებელი მაჟორიტარების პარტია გააკეთონ და ზუსტად იგივე სისტემას მივიღებთ, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად