ზურაბ ჯაფარიძე: ფასილიტატორების და ყველას სურვილია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს

ტექნიკურ დეტალებში არ შევალ, რადგან შეიძლება ამით დავაზიანო მოლაპარაკების პროცესი და ამას არ გავაკეთებ არცერთ შემთხვევაში, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით ფასილიტატორების და ყველას პოზიციაა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც უნდა განიმუხტოს.

“შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული და იყო ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია, ისინი როგორ აფასებენ ამ ჩატარებულ არჩევნებს. რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, რომლის დრო და ადგილიც ჯერ არ ვიცით.

ატმოსფერო არის ასეთი – ჩვენი ფასილიტატორების სურვილი, ისევე როგორც ჩვენი ყველას სურვილია და ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი, სადამცდ მივა, ვნახავთ. ჯერჯერობით ყველაფერი ისე გრძელდება როგორც იყო. ტექნიკურ დეტალებში არ შევალ, რადგან შეიძლება ამით დავაზიანო მოლაპარაკების პროცესი და ამას არ გავაკეთებ არცერთ შემთხვევაში”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად