ზურაბ ჯაფარიძე: ფასილიტატორები მოსამართლეები არ არიან და მოლაპარაკებები მტყუან-მართლის გასარკვევად არაა

ფასილიტატორები მოსამართლეები არ არიან და მოლაპარაკებები მტყუან-მართლის გასარკვევად არაა, – ამის შესახებ “მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

კითხვაზე, – თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამაში ფასილიტატორები ვერ დავარწმუნეთო. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ? – რაზეც ზურაბ ჯაფარიძე ასე პასუხობს:

“მე  საერთოდ მგონია, რომ რბილად რომ ვთქვათ ეს არასწორი ხედვაა იმისა, რისთვისაც ეს მოლაპარაკებების მაგიდა არსებობს. ეს მოლაპარაკებების მაგიდა არ არის იმისათვის, რომ გაირჩეს მტყუან-მართალი. ფასილიტატორები მოსამართლეები არ არიან, რომლებიც მხარეებმა უნდა დაარწმუნონ, რომ ეს მხარეა მართალი თუ ის მხარე. მათ კარგად ესმით რამდენად ღრმაა პოლიტიკური კრიზისი. ესმით მათ შორის არგუმენტები, როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის. მათი მიზანი პოზიციების დაახლოებაა და არა ის, რომ იქ გაარკვიონ, ერთი მხარე იტყუება თუ მეორე”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად