ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქზე: ის გექცევათ როგორც ფარას და განასახიერებს საბჭოთა კავშირს

ამის შესახებ "გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელი წერს, რომელსა "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

"საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე ვთქვი – ამით მნიშვნელოვნად დავშორდით საბჭოთა კავშირსთქო, რამდენიმემ მომწერა – ეგ რა შუაშიაო, მთავარი განსხვავება 'საბჭოთა კავშირსა' და თავისუფალ საზოგადოებას შორის მდგომარეობს იმაში თუ როგორ უყურებს ეს ორი სისტემა ადამიანს. თავისუფალი საზოგადოება ნიშნავს რომ სისტემა საკუთარ შემადგენელ კომპონენტებს უყურებს როგორც ადამიანებს – თავისუფალ არსებებს, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე.

"საბჭოთა კავშირი" ნიშნავდა სისტემას რომელიც ადამიანებს თვლიდა არა ადამიანებად, არამედ რაღაც არსებებად, რომელიც უნდა ემართათ ძლიერთა ამა ქვეყნისა, რადგან თუ ამ არსებებს მისცემდნენ თავისუფლებას, ისინი თავს დაიღუპავდნენ

იმ დაშვებიდან რომ ადამიანები სინამდვილეში არ არიან ადამიანები, ანუ თავისუფალი არსებები, არამედ არიან სამართავი ხროვა – ერთი ნაბიჯია ადამიანების ხოცვამდე, სტატისტიკის გასაუმჯობესებლად, ეს იყო საბჭოთა კავშირი. 

ამიტომ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი – ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ ადამიანი თავისუფალია აკეთოს რაც უნდა ის თუ სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ასეთი ქმედებებისთვის ადამიანი დასაჯოს. 

ანუ, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ ჩვენ სხვანაირი სახელმწიფო ვართო, აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო, ეს ადამიანი კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, 
ის ფიქრობს რომ მან უნდა განგისაზღვროთ როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა არის ცუდი, ის ფიქრობს რომ მან უნდა "დაგრთოთ ნება" ქმედებისთვის, რომლითაც არავის აყენებთ ზიანს, ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას, ის სრულად განასახიერებს იმას რაც იყო საბჭოთა კავშირი", –  წერს ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, უწმიდესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია დიდი შეცდომაა. "ამიტომ, მე მოგმართავთ ყველას, უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გასინჯვა ნარკოტიკისა, ეს უკვე დასაწყისია დაცემისა.

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, ამიტომ მე დღეს ვთხოვე მეუფეს, წაეკითხა ეკლესიასტეს სიბრძნე. თქვენც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში ერთხელ წაიკითხოთ სიბრძნე სოლომონისა და ეკლესიასტეს ერთი თავი. ღმერთმა დაგლოცოთ", – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

შეგახსენებთ, 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად