ზურაბ ჯაფარიძე: პატრიარქმა პოლიტიკური ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და მატერიალურ რაღაცებში დაახურდავა

პატრიარქმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტი პოლიტიკური ძალაუფლება ჩაეგდო ხელში და ეს ძალაუფლება დაეხურდავებინა მატერიალურ რაღაცებში, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ამან ისეთი სისტემა შექმნა, რომ შეუძლებელია წესიერი ადამიანის შემდეგ პატრიარქად არჩევა, რადგან რა დონიდანაც პატრიარქის არჩევა ხდება, იქ წესიერი ადამიანები აღარ არიან.

“ეკლესია არის ის, როდესაც ადამიანებში რწმენა არსებობს და მას ასე მარტივად ვერაფერი ვერ შეეხება, მაგრამ საპატრიარქო ძალაუფლების მქონე ჩვეულებრივი ინსტიტუტია, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ ტრადიციად გადმოგვყვა. ის არის დახურული სტრუქტურა. ამ სტრუქტურის ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში მოქმედმა პატრიარქმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტი პოლიტიკური ძალაუფლება ჩაეგდო ხელში და ეს ძალაუფლება დაეხურდავებინა მატერიალურ რაღაცებში.

ეს ინსტიტუცია ბიუჯეტიდან იღებს 25 მილიონს, გარდა ამისა უამრავი მიწები და ქონება წაიღო. ამან შექმნა ისეთი სისტემა, რომლის შიგნითაც იმ დონიდან, რა დონიდანაც შეიძლება მომავალი პატრიარქი იყოს არჩეული, ასეთი იქ აღარავინ არის დარჩენილი წესიერი. ცხადია, უამრავი მღვდელია თუ დეკანოზი წესიერი, მაგრამ იმ დონიდან, რა დონიდანაც შეიძლება მოხდეს არჩევა, იქ სამწუხაროდ წესიერი ადამიანები აღარ არიან დარჩენილები”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად