ზურაბ ჯაფარიძე: პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში – არის ნონსენსი

პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფაირიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც თანხმობას აცხადებენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე და თან აცხადებენ, რომ რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში, უნდა დააკონკრეტონ, რა იგულისხმება ბოიკოტში.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში Facebook-ში წერს:

“პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში – არის ნონსენსი.
მაშინ დავაკონკრეტოთ რას ვგულისხმობთ ბოიკოტში.
პარლამენტარის ხელფასი რესურსი არ არის?
პარლამენტარის თანაშემწის ხელფასი რესურსი არ არის?
საპარლამენტო დელეგაციებში ადგილები, მივლინებები და საერთაშორისო კონტაქტების გაჩენა/გამყარება?
სადეპუტატო იმუნიტეტი?
პარლამენტარების ოთახები?
მაშინ, ვთქვათ, რომ ბოიკოტი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილოებაზე უარის თქმას ანუ, საკომიტეტო სხდომებსა და სესიებზე არ დასწრებას
ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოსულა, რადგან “პარტიას რესურსები სჭირდება, ბიძინაა დასამარცხებელი”.
პ. ს. ეს ისე, სიცხადისთვის. გირჩი მაინც არ იზამს არცერთს თუ ბოიკოტი ძალაში დარჩა”, –  წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად