“მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებები არ ჰქონია. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
“არანაირი მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასთან” არ მქონია. საერთოდ, “ოცნებასთან” კომუნიკაცია არ მქონია ბევრი წელია. ბოლოს რაც მახსენდება, იყო 2018 წლის ზაფხული, როცა მე მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ მინისტრთან, ისიც კონკრეტულ თემაზე, რომელსაც მაშინ “გირჩი” ლობირებდა. ამ ადამიანს აინტერესებდა რაღაც საკითხები ამ თემის გარშემო. მას შემდეგ, მე “ოცნებასთან” კომუნიკაცია არ მქონია არასდროს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, “ოცნების” წარმომადგენლებს ზურაბ ჯაფარიძესთან შეხვედრა ჰქონდა.