ზურაბ ჯაფარიძე: ოპოზიციას ფსიქოლოგიური ტრავმები აქვს გამოყოლილი-საკმარისი ნდობა არ აქვთ

“ოპოზიციას ფსიქოლოგიური ტრავმები აქვს გამოყოლილი”-ამის შესახებ, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ, გადაცემაში “გირჩის” წევრების და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე ისაუბრა:

“სიგიჟე მგონია. ადამინი გწერს რომ ნახვა მინდა და “აბა, აბა, არ შეგხვდები, არ გაგესაუბრები” ცოტა ბავშური ამბავი მგონია. ბევრგან ვთქვი რომ ოპოზიციას ფსიქოლოგიური ტრამვები აქვს გამოყოლილი. საკმარისი ნდობა არ აქვთ ერთმანეთის.

გასაგებია ხო, რომ ხელისუფლება მაგ თამაშს თამაშობს? ახლა ეცდება ისეთი სისტემა დადოს რომ პატარა პარტიები გამოაცალოს საერთო სადისკუსიო ფორმატს, რომელიც არის ლეიბორისტულ ოთახში. გასაგებია რომ ეს არსებობს. “არ შეგხვდები და არ გენდობი” სიგიჯეა! “-ამბობს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად