ზურაბ ჯაფარიძე: “ნაცმოძრაობას” და “ოცნებას” “გირჩთან” დებატების ეშინიათ

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს დებატებისკენ და ეკონომიკური პროგრამის წარმოდგენისკენ, როგორც იგი "TV პირველის" ეთერში აცხადებს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" ამაზე საჯაროდ დებათები არ სურთ.

"არც "ნაციონალურ მოძრაობას და არც "ქართულ ოცნებას" არ აწყობთ ამაზე საჯარო დებატები ისინი დაკავებულები არიან სხვა ტიპის სტრატეგიით. სტრატეგია არის ერთმანეთის დაშავება, ლანძღვა, გინება და საკუთარი უპირატესობის ამით დამკიცება. იმიტომ რომ მათ უბრალოდ ეშიანიათ ამ საკითხებიზე დებატის, ეშინიათ "გირჩთან" დებატის, იმიტომ რომ ჩვენ მოვიგებთ ყველა დებატს, ჩვენ მოვიყვანთ ნებისმიერ მათ საწინააღმდგეგო არგუმენტს, ზუსტად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი ხედვა არის ერთადერთი სწორი ხედვა, ვაიძულებთ რომ ჩაერთონ დებატებში, ვაიძულებთ, რომ ოქტომბრამდე მოსახლეობას აუხსნან რის გაკეთებასა აპირებენ და როგორ აპირებენ. ჩვენთან დებატი მოგიწევთ და მოგიწევთ ახსნა რაც გიწერიათ არასწორი რაც გიწერიათ, მოგიწევთ ახსნა რომ დადიხართ და ხალხს ატყუებთ, რომ 50 ლარით გავზრდით პენსიასო", – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ამავე ეთერში ზურაბ ჯაფარიძეს და "გირჩს" ივანიშვილის სატელიტი 2%-იანი პარტია უწოდა.
"თქვენ რაზე უნდა გედებატოთ ბიძინა ივანიშვილის 2 %იან პარტიას, როდესაც ამხელა მონსტრი გვაყავს დასამარცხებელი?",-ამბობს პეტრე ცისკარისვილი.

ხოლო ზურა ჯაფარიძემ უპასუხა – "რისი დამმარცხებლები ხართ, 15 პროცენტზე ხართ გაყინული 4 წელია, მე მაინც ნუ მეუბნები მაგას, ვიღაცას რომ ეუბნებოდე კიდე ჰო. ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება აუცილებლად, მაგრამ თქვენ მაგის არც რესურსი გაქვთ და არც პოტენციალი".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად