ზურაბ ჯაფარიძე ნამახვანჰესზე: გილოცავთ, სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ გაიმარჯვა, რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების დაკარგვა

პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნამახვანჰესთან დაკავშირებით კომპანია “ენკას” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

“გილოცავთ. სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა რადგან ივანიშვილს არ სურს ხმების და, შესაბამისად, ძალაუფლების დაკარგვა
ეს არ არის მხოლოდ დაკარგული 800 მლნ დოლარი
აქ ფულს აღარავინ ჩადებს სანამ ეს ხელისუფლებაა
ეს ხელისუფლება არის გარანტირებული სიღარიბის რეცეპტი” – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის: ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

BMG-იმ 15 სექტემბერს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორი ENKA საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო დავის დაწყებას განიხილავდა.

კომენტარები
იტვირთება...