ზურაბ ჯაფარიძე: მწერენ დეკლარაცია ჩაგვაბარე თორემ ჯერ 1,000 ლარს წაგართმევთ, მერე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო

პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხდებს, რომ სპეციალური სამსახურები ქონებრივი დეკლარაციის შევსებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი პასუხისგებით – დაჯარიმებით ემუქრებიან.

“სრული სიგიჟეა. განცხადება მაქვს დაწერილი, რომ არ მინდა პარლამენტის წევრობა, მერე დე ფაქტო პრეზიდენტი, ევროკავშირის ელჩი და ცალკე ჩემი ყოფილი თანაპარტიელები სთხოვენ თალაკვაძე-მდინარაძეს, არ გამიუქმონ მანდატი და ისინი მეორე დღეს ასეც იქცევიან, ძალით უნდათ რაღაც გზებით პარლამენტის წევრად დამტოვონ და ახლა მეუბნებიან, დეკლარაცია შეავსე, თორემ ჯერ დაგაჯარიმებთ და მერე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო” -ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე, სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს და აქვეყნებს დოკუმეტს, რომელიც მას შესაბამისიმა უწყებამ გაუგზავნა.

“ანუ, კობახიძე-თალაკვაძეებმა ჯერ გადაწყვიტეს რომ მათი ნებაა ვიქნები თუ არა პარლამენტის წევრი
და ახლა მწერენ დეკლარაცია ჩაგვაბარე თორემ ჯერ 1,000 ლარს წაგართმევთ, მერე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...