ზურაბ ჯაფარიძე: მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე – სისხლს არ ვღვრი და არაფერი

“მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის, ამაში საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს არ ნიშნავს, რომ თოხებით და ნაჯახებით გამოვა ხალხი, თუ ძალაუფლებას არ დათმობენ რევოლუცია არის ერთ-ერთი გზა მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე”.

ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების”“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “მთავარის”ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ ხელისუფლება არაფერს არ დათმობს, თუ ძალა არ დაინახა.

„ზოგადად მგონია, რომ თუ ძალა არ დავანახეთ, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ცალსახად ეტყობათ, რომ თავში აქვთ ავარდნილი. განცდა აქვთ ახლა, რომ მათ ძალაუფლებას ამ წუთში საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები თუ არ დაინახეს ძალა. ამ წუთში მგონია, რომ მათ გადმოსახედიდან ისინი განსაკუთრებულ ზეწოლას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ვერ გრძნობენ. ამის გამო იყო სასაცილო მთელი ეს პროცესი, თითქოს მათგან რაღაც დათმობებს ელოდებოდეს ოპოზიცია, ახლა არაფერ დათმობაზე ისინი წამსვლელები არ არიან. ამ მოცემულობაში ეს ასე არის. არაფრის დამთმობები არ არიან და თუ ძალა არ დაინახეს, ბევრი ცუდი რაღაცის გამკეთებლები არიან და ეს გვაჩვენეს, ამიტომ რაც არის გასაკეთებელი არის ის, რომ ძალა არის საჩვენებელი. მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის. ამაში საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს არ ნიშნავს, რომ თოხებით და ნაჯახებით გამოვა ხალხი, ზოგადად კი, თუ ძალაუფლებას არ დათმობენ, რევოლუცია არის ერთ-ერთი გზა, მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე. რევოლუციას დაარქმევ, თუ რას დაარქმევ, რა მნიშვნელობა აქვს, ვემზადები იმისთვის, რომ თუ არჩევნების გზით არ თმობენ ხელისუფლებას, ძალაუფლებას, ეს ძალაუფლება წავართვა. სისხლს არ ვღვრი და არაფერი, მშვიდობიანად წავართმევთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად