ზურაბ ჯაფარიძე: მშვიდობა და სტაბილურობა კარგია, მაგრამ წუმპიდან უნდა ამოძვრე, შევარდნაძის პერიოდში დაბრუნდნენ

შვიდობა და სტაბილურობა კარგია, მაგრამ წუმპიდან უნდა ამოძვრე, შევარდნაძის პერიოდში დაბრუნდნენ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა

“ბევრი რაღაცის თქმა მინდა მეორე ტურთან დაკავშირებით, მაგრამ მოლაპარაკების შანსი ჯერ კიდევ არის, ამიტომ თავს შევიკავებ და ვეცდები რომ მოზომილი ვიყო. ღარიბაშვილის განცხადებას რაც შეეხება შეუძლებელია… თუ ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდა, ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა იქნება ერთპარტიული პარლამენტი, რაც პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს და ეს მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ამბავი აღარ იქნება. პრობლემა იქნება ქვეყანაში და ჩვენ გადავარდებით გაუგებრობაში. ხმა მივეცი მშვიდობას და სტაბილურობასო. დაბრუნებულები არიან შევარდნაძის პერიოდში. შუქი რომ არ იყო, გაზი და არანაირი პერსპექტივა, მაშინ ჰქონდა შევარდნაძეს ეგ მესიჯი, რომ მთავარია სტაბილურობა იყოსო. სტაბილურობა კარგია, მშვიდობაც კარგია, მაგრამ წუმპეში თუ ზიხარ აზრი არ აქვს. იქიდან უნდა ამოძვრე”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ასეთი განცხადება გააკეთა: “სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად