ზურაბ ჯაფარიძე COVID-ზე: მოსახლეობას უნდა მისცე რეკომენდაცია, ამის იქით ყველაფერი სისულელეა

კითხვა ის კი არ არის, რა არ გააკეთა ხელისუფლებამ, არამედ ამდენი სისულელე რატომ გააკეთა, – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ COVID 19-თან დაკავშირებით “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო შეიძლება დაეხმაროს ოჯახებს ასაკოვანი და ქრონიკულად დაავადებული ადამიანების იზოლირებაში.

“მანდ კითხვა ის კი არ არის, ხელისუფლებამ რა არ გააკეთა, არამედ კითხვა არის ის, რომ ხელისუფლებამ რატომ გააკეთა იმდენი სისულელე, რამდენიც გააკეთა. სულელური იყო ყველაფერი. სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსი, რომელსაც ახასიათებს უფრო მაღალი სიმპტომი, რაც ახასიათებს სხვა რესპირატორულ ვირუსებს. ჩვენ თავიდანვე ვიძახდით, რომ ის ზომები, რასაც ხელისუფლებამ მიმართა იქნებოდა კატასტროფული ქვეყნისათვის. პოლიტიკური პარტიებიც, საზოგადოებაც და მედიაც მათ შორის ითხოვდნენ მკაცრ რეაგირებას და ამ ვითარებას შეყვა ხელისუფლებაც და მოგვევლინნენ ვითარების მსხსნელებად.

სინამდვილეში რაც იყო გასაკეთებელი და ახლა რაც არის გასაკეთებელი ძალიან ნათელია. უნდა მისცე მოსახლეობას რეკომენდაცია, რასაც იძლევიან მეცნიერები, რომ ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ა. შ. ამის იქით ყველაფერი არის სისულელე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ მიიღო ასეთი ნაბიჯები, დღეს ყველა აღიარებს, რომ ეს იყო არასწორი. სახელმწიფო შეიძლება დაეხმაროს ოჯახებს ასაკოვანი ადამიანების და ქრონიკულად დაავადებული ადამიანების იზოლირებაში. სხვა ეფექტი არ ექნება გარდა იმისა, რომ ე. წ. ჯოგური იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. მაგალითად, სკოლების დაკეტვას არანაირი შინაარსი არ აქვს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად