ზურაბ ჯაფარიძე: მიხეილ სააკაშვილს ამბიციები და ძალაუფლების სიყვარული არ აკლია

ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, “დაინახეთ თუ არა რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს რომ თავად გახდეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, თუნდაც დისტანციურად, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს:

“მიხეილ სააკაშვილს ზოგადად ამბიციები არ აკლია და არც ძალაუფლების სიყვარული.. ამიტომ, ვუშვებ ალბათობას რომ შეიძლება ეს მისგან მოდიოდეს”,-ამბობს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მსხვილი ოპოზიციური პარტიაა.

“ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ამ წუთში, რომელსაც ჰყავს ერთგული ამომრჩეველი. ეს გასაგებია რომ გაერთიანებული ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატში მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

მე მგონია, გრიგოლ ვაშაძის განცხადება (ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ პროპორციული სისტემის დაპირება მისი პარტიის დამსახურებაა) ყველას ისე უნდა გაეგო, როგორც გავიგე მე, ალეკო ელისაშვილმა, “ევროპულმა საქართველომ” არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც არ უნდათ რომ გააღიზიანონ “ერთანი ნაციონალური მოძრაობა” იმიტომ რომ იმედებს ამყარებენ “ნაცმოძრაობათან” ალიანსზე. საკუთარ პოლიტიკურ მომავალს უკავშირებენ.’,-ამბობს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად