ზურაბ ჯაფარიძე: მეორე ტურის წინ „ოცნებას“ 42-43% უწერია თუ 48%, ეს ფუნდამენტურად ცვლის რეალობას

მეორე ტურის წინ “ოცნებას” 42-43% უწერია თუ 48%, ეს ფუნდამენტურად ცვლის რეალობას, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“ოპოზიციამ უნდა დავუმტკიცოთ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებს ისე ქართველ ხალხს ის, რომ ამ არჩევნებზე ისეთი სახის დარღვევები იყო, რომელმაც გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგებზე. ის, რაც წერია ცესკოს ვებ-გვერდზე, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს 48%, ეს არის ტყუილი. ამას ამბობს “სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლის შედეგები. მათი დათვლით “ოცნებას” აქვს 45% და პლუს 8% ხელახლაა დასათვლელიო. შესაძლოა “ქართული ოცნების” პროცენტი 42%-ზე ჩამოვიდეს. მეორე ტურის წინ “ქართულ ოცნებას” ტაბლოზე 42-43% უწერია თუ 48%, ეს ფუნდამენტურად ცვლის რეალობას. მეორე ტურის წინ ატმოსფეროზე ახდენს გავლენას”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ოდირის შეფასებები კონკრეტული მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა, მაგრამ ეს მონიტორინგი არ არის სრულყოფილი.

“ეს შეფასებები რაც გაკეთდა, ეყრდნობა კონკრეტული მონიტორინგის შედეგებს. ის შეიძლება არ იყოს ზუსტი. მაგალითად, ეუთოს მისიას საქართველოში ძალიან ცოტა ხალხი ჰყავდა. მე ვმუშაობდი ეუთოში სამი წელი და ვიცი, რასაც ნიშნავს მისი მონიტორინგი. იმის მეათედიც არ იყო, ისევე როგორც არ ჩამოსულა ევროპარლამენტარები. NDI და IRI ონლაინ მონიტორინგს აკეთებდნენ, მათ ადგილზე ხალხი არ ჰაყვდათ. შესაბამისად, მათ არასრული ინფორმაცია აქვთ. ჩემი კონკრეტული მაგალითი მოვუყევი, რაც არ იცოდნენ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად