ზურაბ ჯაფარიძე მაჟორიტარობაზე: ვაკე იქნება, თუ ეგეთ გადაწყვეტილებას მივიღებ

“გირჩის” ლიდერი არ გამორიცხავს, რომ საარჩევნოდ მაჟორიტარობაზე იყაროს კენჭი.

მისი თქმით ეს იქნება აუცილებლად ვაკე და სხვა ალტერნატივას არც განიხილავს.

“ზოგადად არის შეთანხმება, რომ პოლიტიკური ლიდერები, ცნობადი სახეები უნდა იყვნენ მაჟორიტარები, რადგან ადამიანები ასეთებს უჭერენ მხარს. თუ ეგეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, თბილისში იქნება აუცილებლად.

უბანი – ვაკე. იქ დავიბადე, იქ გავიზარდე და ვერ წარმომიდგენია სხვაგან რატომ უნდა ვიყარო კენჭი. ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ თუ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, ეგ იქნება”,-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე “ფორმულასთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად