ზურაბ ჯაფარიძე: კონკორდატი 21-ე საუკუნის ერთგვარი გეორგიევსკის ტრაქტატია

ამის შესახებ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკორდატზე (საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება) წერს.

კონკორდატი რეალურად არის შეთანხმება რუსეთთან 21-ე საუკუნის გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგვარი, სახეცვლილი ანალოგია

თუ რამე აფერხებს საქართველოს განვითარებას, ხელს უწყობს მის რუსულ ორბიტაზე დარჩენას და, შესაბამისად, კლავს ჩვენი შვილებისთვის ამ ქვეყანაში დარჩენის და თავისუფალი არსებობის შესაძლებლობას – ერთ-ერთი მთავარი (თუ ყველაზე მთავარი არა) არის სწორედ ეს ხელშეკრულება და ის ინსტიტუტი რომელიც ამ ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა მონსტრად

არაფერი საამაყო ამ ხელშეკრულების გაფორმებაში შეტანილ წვლილში არაა

პირიქით”,-წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან” განაცხადა, რომ კონკორდატს მისი ინიციატივით მოაწერეს ხელი, როდესაც ის შევარდნაძის მთავრობის იუსტიციის მინისტრი გახლდათ.

კონკორდატი საქართველოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის, 2002 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად