ზურაბ ჯაფარიძე: კობახიძეს შეუძლია საჯაროდ ათასი სიგიჟე ილაპარაკოს, მეორეა რა ხდება მოლაპარაკებაზე

კობახიძეს შეუძლია საჯაროდ რაც უნდა ის ილაპარაკოს და მათ შორის, ათას სიგიჟეებს ლაპარაკობს პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პოზიციები დაახლოებული არ არის, მაგრამ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ამ მოლაპარაკებებიდან შედეგი დადონ.

“კობახიძეს შეუძლია საჯაროდ რაც უნდა ის ილაპარაკოს და მათ შორის ათას სიგიჟეებს ლაპარაკობს პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში. მათ შორის მეორე ტურის დღეს ბრიფინგი ბრიფინგზე ატარა და ისეთი რაღაცები ილაპარაკა, რაც ილაპარაკა. მეორეა, რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან. მე არც რაღაცა ოპტიმიზმის დათესვა მინდა და არც პესიმიზმის განწყობის შექმნა. ვნახოთ რა გამოვა. რომ გითხრათ, რომ ახლა პოზიციები დაახლოებულია და რაღაცაზე შეთანხმება მიდის ეს ასე არ არის, მაგრამ ეს ხალხი – 2 ელჩი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ და ხვდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ცდილობენ, რომ ამ ყველაფრიდან რაღაცა გამოიყვანონ. ვნახოთ რა გამოვა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებოდნენ. ბოლო, ვინც შეხვედრიდან გამოვიდა ზურაბ ჯაფარიძე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად