ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლება ცდილობს “რუსთავი 2” დისფუნქციური გახადოს

"პარლამენტს ჰქონდა უფლება მოეთხოვა მოსამართლეთა აცილება, თუმცა, ეს უნდა გაეკეთებინა, – ამის შესახებ პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა. 

"ცხადია ეს არ არის პოლიტიკური პროცესი და არა საკუთრების შესახებ დავა. ხელისუფლება ცდილობს დისფუნქციური გახადოს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და გავლენიანი არხი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ეს არის ამ პროცესის მიზანი. ნებისმიერი სხვა სამართლებრივი გზები ამის შემადგენელი ნაწილია. მთავარია ფართოდ დავინახოთ სურათი. სამწუხაროდ, ქვეყანაში ასეთი პროცესი არ აისახება მხოლოდ "რუსთავი 2"-ზე და მედია გარემოზე, არამედ ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის მომავალზე.

ის, რაც "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ხდება, სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებისთვის კარგი საბაბია საქართველოს ბარიერი შეუქმნან ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოვებაში. ის, რომ რომელიღაცა ერთი კომისარი ვიზიტის დროს ამაზე განცხადებას არ აკეთებს, არაფერს ნიშნავს და ხელისუფლებამ თავი არ უნდა დაიმშვიდოს", – განაცხადა ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...