ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილიც წავიდა და გახარიაც, ძალაუფლება კი მათ უჭირავთ, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ

ივანიშვილიც წავიდა და გახარიაც, ძალაუფლება კი მათ უჭირავთ, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, – ამის შესახებ “მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“ხალხისთვის ასახსნელია და ოპოზიცია ამას უნდა აკეთებდეს, რომ ეს ხალხი, “ქართული ოცნების” სცენაზე რომ დგანან და მთავრობის სახელით ლაპარაკობენ, არავინ არ არიან. ლეგიტიმაცია მარტო იმიტომ კი არ დაკარგეს, რომ არჩევნები გააყალბეს, მათ შორის იმის გამოც არ არ აქვთ ლეგიტიმაცია, რომ ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან. რა მნიშვნელობა აქვს, წავიდა თუ არა, მაგრამ ხომ თქვა, წავედიო?! მეორე, სიაში ვინ იყო პირველი ნომერი? – გახარია. პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ პოლიტსაბჭოზე მართლმსაჯულების საკითხებს განვიხილავდით და ჩვენ ვწყვეტდითო. ახალ სახეებს, რომ ეძახდნენ, ეს ხალხი მთელი წინასაარჩევნო პერიოდი დამალული ჰყავდათ და ახლა დაიწყეს სათითაოდ გამოჩენა. სინამდვილეში ძალაუფლება უჭირავთ ხალხს, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ. ეს არის ხალხისთვის ასახსნელი და სხვა არაფერი, თორემ ღარიბაშვილი რომ სტერილურია, ეს ისედაც ყველამ კარგად იცის”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ასევე ასახსნელია ხალხისთვის რა უნდა ოპოზიციას.

“მარტო მელიას არ გაგატანთ, ეს მიზანი ვერ იქნება. სინამდვილეში რაც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ის 4 პუნქტია შესასრულებელი”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...