ზურაბ ჯაფარიძე: იმ პარტიებზე ინერვიულეთ, რომლებიც ცალკეული ბელადების მხარდაჭერაზე დგას

ვილაპარაკებთ ვისთანაც გაგვისწოდება და როცა გაგვისწორდება, ვერავინ, ვერასოდეს განგვისაზღვრავს დღის წესრიგს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძე აქვე აღნიშნავს, რომ “გირჩს” ვერავინ იყიდის. ერთადერთი რისი ყიდვაც შესაძლებელია, ეს “გირჩის” ცალკეული პოლიტიკოსებია.

“ამას ერთხელ დავწერ

1. გირჩი არის ერთდერთი პარტია ამ ქვეყანაში, რომელსაც საჯაროდ გაცხადებული ხედვა აქვს რომ ა) პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ბენეფიტები (დაფინანსების ჩათვლით) არის გასაუქმებელი, ბ) გირჩი რომც გახდეს ე.წ. ‘კვალიფიციური სუბიექტი’, ამ ბენეფიტებს პარტია ხელს არ მოჰკიდებს

ამიტომ ინერვიულეთ იმ პარტიებზე და ვითომ პარტიებზე, რომელთა არსებობის ერთადერთი რეალური მიზანი სახელმწიფო ბენეფიტებზე შეჯდომაა, გირჩის ყიდვა ამ ბენეფიტებით შეუძლებელია

2. გირჩი არის ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში, რომელიც სრულად (100%-ით) არსებობს მხოლოდ შემოწირულობებით და გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე თუ ვისთან შეიძლება ითანამშრომლოს პარტიამ (ბლოკი იქნება, კოალიცია თუ სხვა თანამშრომლობის ფორმა), საბოლოო ჯამში იღებენ გირჩის პარტნიორები (დამფინანსებლები), რომლებიც ამ მომენტისთვის რამდენიმე ასეულია

ამიტომ ინერვიულეთ იმ პარტიებზე და ვითომ პარტიებზე, რომლებსაც კაცმა არ იცის საიდან მოაქვთ ფული და რომლებშიც ყველა პრინციპულ გადაწყვეტიებას იღებს ფაქტობრივად ერთი ადამიანი. გირჩში ასეთი ადამიანი, რომლის ყიდვაც პარტიის ყიდვას ნიშნავს, არ არსებობს

3. გირჩი არის ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში, რომელიც შექმნილია იდეის გარშემო და რომლის მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი სწორედ იდეის მხარდამჭერია და არა რომელიმე ადამიანის

ამიტომ ინერვიულეთ იმ პარტიებზე და ვითომ პარტიებზე, რომელთა მხარდაჭერა ცალკეული ბელადების მხარდაჭერაზე დგას და ბელადის ყიდვა ავტომატურად გულისხმობს მხარდამჭერთა ხმების მოპოვებას. გირჩის მხარდამჭერების ხმების ყიდვა შეუძლებელია

4. გირჩი არის ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში, რომლის პოლიტიკოსებიც თავად არიან პასუხისმგებელი საკუთარ ფანდრაიზინგზე

ერთადერთი რისი ყიდვაცაა შესაძლებელი – ესაა გირჩის ცალკეული პოლიტიკოსი

ამით ვერც გირჩს იყიდი და ვერც გირჩის მხარდამჭერების ხმებს

მაგრამ

მე მყავს 250-ზე მეტი პარტნიორი/დამფინანსებელი, რომლებიც სხვადასხვა მოცულობით და რეგულარულობით მირიცხავენ ფულს (იგივეს აკეთებს იაგო, საბო, ცოტნე)

ამ ფულით ვარსებობ, ვინახავ ოჯახს და ვაკეთებ ყველაფერს რასაც ხედავთ

მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ, 2-3 ადგილას მუშაობენ, საკუთარ შვილებს აკლებენ და … მე მაძლევენ ფულს

ამ ჯოჯოხეთში აკეთებენ ამას

იდეის სჯერათ და იმედი აქვთ

ამ ჯოჯოხეთში

ჰოდა, რა დონის ნაბიჭვარი შეიძლება იყოს ადამიანი რომ ეს რამეში გაცვალოს?

შეიძლება ამას ჰქონდეს ფასი და იყიდებოდეს?

რა გჭირთ მართლა ეს დედამო&&&&&&?!

_________

ვილაპარაკებთ ვისთანაც გაგვისწოდება და როცა გაგვისწორდება

ვერავინ, ვერასოდეს განგვისაზღვრავს დღის წესრიგს

სულელები ხართ ვინც ამდენი ხანია გვიყურებთ და მაინც სტანდარტული გრუზინული პარტია გგონიათ გირჩი”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად