ზურაბ ჯაფარიძე: “გირჩის” ამომრჩევლებში გრიგოლ ვაშაძის ავტორიტეტი ნულის ტოლია!

” “გირჩის” ამომრჩევლებში გრიგოლ ვაშაძის ავტორიტეტი არის ნულის ტოლი, მას ხმას არ მისცემენ!”-“გირჩის” ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ, “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, მისი ავორიტეტი “გირჩის” ამომრჩევლებისთვის ნულის ტოლია:

” გრიგოლ ვაშაძემ ჯერ ერთ პედოფილებს შეადარა “გირჩის” მხარდამჭერები, ისეთი ადამიანები მაგალითად, ვინც კანაფს მოიხმარენ, კანაფის ლეგალიზაციას ითხოვენ, პედოფილებთან გააიგივა.

მეორე, როდესაც საუბარი იყო კანაფის რეგალიზებაზე, სამედიცინო კაფაზე, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერებას, მთელი კამპანია ჰქონდათ წინასაარჩევნოდ ჩატარებული, გასაგებია რომ “ქართულ ოცნებას” უპირისპირდებოდა მაგრამ, საბოლოოდ, სწორი იდეის წინააღმდეგ წავიდა, რაც ძალიან არასწორია.

კიდევ ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული, რომლის გამოც “გირჩის” ამომრჩევლებში მისი ავტორიტეტი არის 0-ის ტოლი, მას ხმას არ მისცემენ!

თუ ვინმეს აქვს ილუზია რომ მე გამოვალ და “გირჩის” ამომრჩევლებს ვეტყვი “აუ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება კანდიდატი ყველას ხმას დავუჭიროთ” მაგას შინაარსი არ აქვს. მე დავიმსახურებ გინებას ჩემი ამომრჩევლისგან, სხვა არაფერი, მაინც არ დაუჭერენ მხარს. მნიშვნელოვანია მაგის გათვალისწინება, ისმოდეს ყველას განცხადება, ყველა ვუჭერთ მხარს მეორე ტურში გასულ კანდიდატს არაფერს არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია სწორი კანდიდატების შერჩევა”-ამბობს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად