ზურაბ ჯაფარიძე: “გირჩის” ამომრჩეველი არც ერთ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს ხმას არ მისცემს

“არსებობენ კანდიდატები, რომელსაც გირჩის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს”- ამის შესახებ, ზურა გირჩი-ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ვაშაძის მიმართ მისი ამომრჩევლის ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი, თავად გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადებებია:

“არსებობენ კანდიდატები, რომელსაც გირჩის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს, მაგალითად “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც ისეთი სისულელეები და შეურაცხმყოფელი რაღაცეები აქვს ნალაპარაკები გირჩის ამომრჩეველთან მიმართებაში, ისინი მას მხარს არ დაუჭერენ. ეგეთი ხალხი არსებობს, თუმცა ყველა პარტიაში არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ასეთი ნეგატივი,”-აცხადებს ზურა გირჩი-ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად