ზურაბ ჯაფარიძე: “გირჩი” ვერ წარმომიდგენია ვერავისთან კოალიციაში

ამაზე საუბარი არ ყოფილა აქამდე და მე მგონი ეს არც განიხილება”-ამის შესახებ, გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციური პარტიების 18 მაისის შეხვედრაზე „მიმდინარე ეტაპის სტრატეგია“ დაიგეგმება.

” მე “გირჩი” ვერ წარმომიდგენია ვერავისთან კოალიციაში. ამაზე საუბარი არ ყოფილა აქამდე და მე მგონი ეს არც განიხილება. ჩემი პოზიცია იქნება რომ შეთანხმება უნდა მოხდეს მაჟორიტარებზე და შეთანხმება უნდა მოხდეს პრინციპულ საკითხებზე, რეფორმებზე, რომელიც არის ქვეყნაში გასატარებელი”-ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან. პოლიტიკოსები უკვე მივიდნენ შეხვედრაზე. შეხვედრაზე იმყოფებიან ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად