ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩი“ ვადამდელის მისაღწევად მილიონ რაღაცას მოვიფიქრებთ… ამ ქვეყნიდან ჩრდილოეთ კორეა არ გამოვა!

“გირჩი” ვადამდელის მისაღწევად მილიონ რაღაცას მოვიფიქრებთ… ამ ქვეყნიდან ჩრდილოეთ კორეა არ გამოვა! – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა კითხვაზე, – რა გეგმა აქვთ იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ვერ შედგა და ერთპარტიული პარლამენტი შეიქმნა და როგორ აპირებენ ვადამდელი არჩევნების მიღწევას.

“თუ ეს ასე მოხდა, “გირჩის” მოქმედებების ფორმაც ალბათ შეიცვლება, იმიტომ რომ ფოკუსი გვქნება სხვა რაღაცაზე. “გირჩი” არ ვარ მხოლოდ მე და 1-2 ადამიანი, “გირჩი” არის ბევრი ადამიანი და ყველა ფიქრობს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. თუ ფოკუსი იქნება მიმართული სხვა მიზნისკენ – ვადამდელი არჩევნებისკენ, მილიონი რაღაც შეიძლება მოვიფიქროთ ჩვენ – ამ შემთხვევაში კონკრეტულად “გირჩზე” მაქვს საუბარი.

ზოგადად პოლიტიკოსებს უყვართ ხოლმე საუბარი, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, ახლა ამას ვიზავთ და იმასო. მე ეგეთი რაღაცების არ მჯერა. ეგ არის ერთ-ერთი წყარო იმისა, რომ სრული გაუგებრობა იქნება ქვეყანაში. კაცმა არ იცის, ვინ რას მოიფიქრებს და გააკეთებს. როგორ შეეცდება, რომ მიაღწიოს ვადამდელ არჩევნებს. მაგრამ მეც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნიდან ჩრდილოეთ კორეა არ გამოვა, როგორი შედარებებიც არ უნდა აკეთონ. არ ვართ ჩვენ ეგ ხალხი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს. კარგი იქნება თუ ეს იქნება შეთანხმების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და ცივილიზებულად მოვახდენთ ამას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად