ზურაბ ჯაფარიძე: გენდერულ კვოტირებაზე მოთხოვნას გვერდს ავუვლით, თუმცა ფორმალური მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ

გენდერულ კვოტირებაზე მოთხოვნას გვერდს ავუვლით, თუმცა ფორმალური მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “გირჩის” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს პარლამენტში შეიყვანენ მათ, ვინც „გირჩის“ პორტალზე შეირჩა ონლაინ გამოკითხვის შედეგად.

_ ზაფხულში გქონდათ თქვენი ამომრჩევლის გამოკითხვა ონლაინ რეჟიმში და ამის მიხედვით შეადგინეთ სია, თუმცა გენდერული კვოტირების გამო, მას ვერ წარადგენდით. საბოლოო ფორმირება როგორ მოხდა?

_ ცენტრალური საარჩევნო კანონის მოთხოვნა რაც იყო ის დავაკმაყოფილეთ ფორმალურად გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ არ შევიყვანთ იმ ხალხს, ვინც აარჩიეს „გირჩის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა. საბოლოო ჯამში საქართველოს პარლამენტში შევიყვანთ იმ ხალხს, რომლებიც „გირჩის“ პორტალზე შეირჩა.

_ როგორ მოხერხდება ეს თუ კანონი კვოტირებას ითხოვს?

_ ამაზე საჯაროდ ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, მაგრამ ის ხალხი შევლენ საბოლოოდ, ვინც „გირჩის“ წევრებმა აარჩიეს.

_ ანუ, ამ ნაწილშიც თქვენეულ ხედვას უნდა ველოდოთ, რაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოგიფიქრებიათ, იგივე ჯართან დაკავშირებით და ა. შ. ამ გზას უნდა ველოდოთ?

_ კი, გვერდს ავუვლით იმ მოთხოვნას, თუმცა როგორც გითხარით ფორმალურად დავაკმაყოფილეთ. როგორც გითხარით, საბოლოო ჯამში ის ხალხი შევლენ პარლამენტში „გირჩის“ სახელით, რომლებიც ჩვენ პორტალზე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად