ზურაბ ჯაფარიძე: ეს დოკუმენტი კრიზისიდან ვერ გამოგვიყვანს, მარტო ამნისტიას არ ეხება, სასამართლოზე რომ გადავალთ, მერე ნახეთ

ეს დოკუმენტი კრიზისიდან ვერ გამოგვიყვანს, მარტო ამნისტიას არ ეხება, სასამართლოზე რომ გადავალთ, მერე ნახეთ, – ამის შესახებ “მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, მას სინდისი სუფთა აქვს, რადგან თავიდანვე თქვა, რომ არ ჰქონდა განცდა, რომ დოკუმენტი რევოლუციურია.

“ბოლო მომენტამდე პრინციპულად ვიდექი რაღაც პოზიციაზე. ჩემი პოლიტიკური თამაში ის იყო, რომ რაც შეიძლება მაქსიმუმი გამომეწოვა იქიდან. როდესაც დავინახე, რომ ამაზე მეტი გამოწოვის ფაქტობრივი შანსი აღარ იყო, მერე მივიღე ის გადაწყვეტილება. რამდენიმე ფაქტორი იყო: ერთი ადამიანების გამოშვება მინდოდა ციხიდან, მეორე საარჩევნო სისტემის შეცვლა მინდოდა და მესამე კი ვაკრიტიკებდი დასავლეთის პოზიციებს, მაგრამ მათთან ურთიერთობის გაფუჭების არანაირი სურვილი არ მქონია. საბოლოო ჯამში პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღე.

არანაირი განცდა არ მაქვს, რომ ეს დოკუმენტი რევოლუციური დოკუმენტია. მე სინდისი თავისუფალი მაქვს, თავიდანვე ვუთხარი მათ და გავაფრთხილე, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან ვერ გამოგვიყვანდა. რაც წერია ისიც არ არის საკმარისი, მაგრამ რაც წერია იმასაც არ გააკეთებდა “ოცნება”. მარტო ამნისტიას არ ეხება, სასამართლოზე რომ გადავალთ მერე ნახეთ”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

კომენტარები
იტვირთება...