ზურაბ ჯაფარიძე: დავემშვიდობეთ ნატოს და ევროკავშირს დიდი ხნით

პარტია “გირჩის” ლიედრი ზურაბ ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებულ მოველებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ის რაც ახლა ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ხდება, არის დიქტატურის გაფორმება
დავემშვიდობეთ ნატოს და ევროკავშირს დიდი ხნით.
არ არის ეგ ინსტიტუტები მონებისთვის
ან გავაჯმევინებთ ამათ, ან საკუთარ შვილებს ვერ ჩავხედავთ თვალებში”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.

ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...