ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

პარლამენტის წინ, მიმდინარე აქციაზე, აქციის რამდენიმე ორგანიზატორი დააკავეს. მათ შორის ზურა ჯაფარიძე, ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ასევე სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთიანი ვადა მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა. ვადის გასვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით შლიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად