ზურაბ ჯაფარიძე: ჩუბინიძე თუ ასე იქცევა, ფარცხალაძე როგორ იქცევა წარმოგიდგენიათ?

“2010-ში თუ ასე იქცეოდნენ, ახლა როგორ იქცევიან წარმოგიდგენიათ?”

ასე ეხმაურება “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ტვ “პირველის” მიერ მოპოვებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერს.

“ღარიბაშვილმა 2010 წელიაო. დავუშვათ.
– 2010-ში თუ ასე იქცეოდნენ, ახლა როგორ იქცევიან წარმოგიდგენიათ?
– ჩუბინიძე თუ ასე იქცევა, ფარცხალაძე როგორ იქცევა წარმოგიდგენიათ?
– ბერას ნათქვამზე თუ ასე იქცევიან, ბიძინას ნათქვამზე რას იზამენ წარმოგიდგენიათ?
– ფეისბუქზე შეურაცხმყოფელ კომენტარზე თუ ასე რეაგირებენ, მათ ძალაუფლებას როცა საფრთხე ემუქრება, მაშინ რაზე არიან წამსვლელები წარმოგიდგენიათ?” -წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...