ზურაბ ჯაფარიძე: ბუკნარში რაც ხდება, არის სირცხვილი, ხოლო საშიში რეალობა არის სუს-ის პირდაპირი დამსახურება

“მეტი თავისუფლება გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ის, რაც გურიაში, ბუკნარში, მუსლიმი თემის თავს ხდება, სირცხვილია, ხოლო არსებული საშარცხვინო და საშიში რეალობა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურება.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოცალურ ქსელში Facebook წერს:

“ბუკნარში რაც ხდება – არის სირცხვილი
ადამიანებს არ აძლევდე სალოცავის მშენებლობის უფლებას – არის ფსკერი
ახალგაზრდებს თავს უტეხდე იმიტომ რომ ისინი შენგან განახვავებული რწმენის მატარებელნი არიან – არის შედეგი საპატრიარქოს მიერ განხორციელებული მრავალწლიანი არაჰუმანური და ანტიქრისტიანული ტვინების წმენდის
ის რომ ასეთ სამარცხვინო და საშიშ რეალობაში ვართ – არის პირდაპირი დამსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების, რომლებიც ნაცვლად იმისა რომ განსხვავებული ადამიანების ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას უწყობდნენ ხელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აგრძელებენ საბჭოთა სუკის მავნებლურ პოლიტიკას სხვადასხვა კონფესიებთან მიმართებში, რომელიც გულისხმობს მათ ხელით მართვას დაყავი, ერთმანეთის მტრებად აქციე და იბატონე პრინციპით”- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ: ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები ლოცვის უფელბას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ქრისტიანები ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი კი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა, რაც უშედეგოდ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად