ზურაბ ჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ “კარგი ნაცი” ვარ

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა კარგი "ნაცი" უწოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა დახურულ შეხვედრაზე მას "კარგი ნაცი" უწოდა განაცხადა:

"აღვნიშნე, რომ ხელისუფლებას შესაძლოა კატასტროფული შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ იყო ბევრი პატარ-პატარა შეცდომები და განსაკუთრებით ეს იყო პარლამენტში და ეკონომიკური ნაწილის კრიტიკის პასუხად მითხრა დაახლოებით, რომ მე ვარ კარგი "ნაცი" თუ რაღაც ეგეთი… დადააფიქსირა, რომ ეკონომიკა მესმის. დაახლოებით ასე იყო", – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...