ზურაბ ჯაფარიძე: ატვირთული ოქმებით 14,429 ხმა მაქვს, დოლიძეს -12,381 ხმა და აცხადებენ, რომ 9 ხმით წავაგე

მე მაქვს 14,429 ხმა. უნდა მქონდეს 14,529, ერთი შესწორების ოქმის მონაცემი არ არის შეყვანილი, ანა დოლიძეს აქვს 12,381 ხმა და აცხადებენ, რომ წავაგე, – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმების მომაცემებით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში:

მე მაქვს 14,429 ხმა. უნდა მქონდეს 14,529, ერთი შესწორების ოქმის მონაცემი არ არის შეყვანილი. ანა დოლიძეს აქვს 12,381 ხმა. ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს რომ ასეა და აცხადებენ რომ 9 ხმით წავაგე”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად