ზურაბ ჯაფარიძე: არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები, არც ბღავილი – 8 საათზე, გამოდით და ჩუმად დადექით

პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლება” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქციას აანონსებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან მივიდნენ და ყველას აჩვენონ, რომ საქართველოში ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ.

“თუ მართლა რამე გინდათ ამ ცხოვრებაში, თუ მართლა რამე გამოძრავებთ, თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები და აქ გინდათ იცხოვრონ, ხმა ამოიღოთ, აჩვენეთ ამ მართლა ყ…ბს, ვინ არის ყ.. დღეს საღამოს, 8 საათზე, გამოდით და ჩუმად დადექით. არავინ არაფერს გთხოვთ, არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები, რაც ბღავილი და არაფერი. უბრალოდ გამოდით, ტრაკი გაანძრიეთ, 1 საათი დადექით და დაანახეთ ამ დედამო….ებს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ნორმალური ქვეყანა ააშენონ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ იყო ორგანიზებული.

“გუშინ რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება და გულწრფელად უნდა, რომ მისმა შვილებმა აქ იცხოვრონ. ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ერთად ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. გუშინ რაც ვნახეთ, ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას, კლავს ჩვენი შვილების მომავალს”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები
იტვირთება...