ზურაბ ჯაფარიძე: არჩევნებამდე სამი დღით ადრე, აუდიტის სამსახურმა პარტია „გირჩს“ სასამართლოში უჩივლა

“გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, აუდიტის სამსახურმა პარტიას სასამართლოში უჩივლა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში განმარტა, აუდიტი აცხადებს, რომ “გირჩი” TV-ს ეთერში პარტია გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გავიდა და ამისთვის 1600 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.

“3 დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამართლოში გვიჩივლეს ისევ. უნდათ, რომ აქ დაგვაკარგინონ დრო. აუდიტის სამსახური გვიჩივის, რომ გირჩი TV-მ გაუშვა თურმე, პოლიტიკური პარტია „გირჩი“ რეკლამა უფასოდ. დედით მამლუქი თუ გაქვთ ნანახი, მაგ ვიდეოზეა საუბარი, რომ ეგ ყოფილა თურმე გირჩის რეკლამა. 828 ლარის რეკლამა იყოო ეგო, როგორ დათვალეს არ ვიცი, მაგრამ ორმაგი ოდენობით გვაჯარიმებენ და დაგვიბარეს ისევ სასამართლოში”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად