ზურაბ ჯაფარიძე ანა დოლიძეზე: ვასაძეს და დავითაშვილს თანამებრძოლი გამოუჩნდათ

ვასაძეს და დავითაშვილს თანამებრძოლი გამოუჩნდათ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის შესახებ წერს:

“ვასაძეს და დავითაშვილს თანამებრძოლი გამოუჩნდათ.

სავალუტო ფონდმა დადო დღეს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალი (PPP). მეორეზე რომ ქვეყანაა, იქნებ დაუგუგლოთ ამ ადამიანს” – წერს ზურაბ ჯაფარიძე ანა დოლიძის შესახებ და შესაბამისი ნიუსის “სქრინსაც” ავრცელებს, სადაც წერია: “აზარტული თამაშების წინააღმდეგ ანა დოლიძე სახალხო მოძრაობას აფუძნებს”.

შეგახსენებთ, ანა დოლიძემ დღეს განაცხადა: “მივმართავთ, საქართველოს პარლამენტს, ჯანდაცვის კომიტეტს, განათლების კომიტეტს, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს, მოაწყოს საერთო სპეციალური სხდომა, მოსმენა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, სადაც გვექნება საშუალება, მოვისმინოთ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, აპირებს თუ არა ის საერთოდ რაიმე ნაბიჯები გადადგას აზარტულ თამაშებთან საბრძოლველად”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად