ზურაბ ჯაფარიძე: ამ 8 წლის მანძილზე სიღარიბის წუმპეში დავრჩით, ფასების ზრდა პირდაპირ სებ-ის დამსახურებაა

ამ 8 წლის მანძილზე სიღარიბის წუმპეში დავრჩით, ფასების ზრდა პირდაპირ სებ-ის დამსახურებაა, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“იმ პრობლემების ჩამონათვალში, რაც ჩამოთვალეთ ექსტრაორდინალური არის მხოლოდ კორონა და კორონას შედეგად გამოწვეული პანდემია. დანარჩენი რაც ჩამოთვალეთ, პასუხისმგებელი არის ეს ხელისუფლება. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დოლარში რომ გადაიყვანოთ, დღეს ჩვენ ვართ ისეთივე ღარიბები, როგორიც ვიყავით 2012 წელს, როდესაც “ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში. ანუ, 8 წლის განმავლობაში ჩვენ დავრჩით სიღარიბის წუმპეში. ის, რომ ფასები იზრდება, ეს პირდაპირ ეროვნული ბანკის დამსახურებაა. ის თამაშობს მთავრობასთან ერთად ერთიან თამაშს, რომ ვითომ ეკონიმიკას ასტიმულირებენ, ფულს ბეჭდავენ და ამის გამო იზრდება ფასები. დისბალანსია და იმიტომ იზრდება ფასები. წესით ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი და წესიერი თამაშის წესებით უნდა თამაშობდეს, მაგრამ მთავრობის დაკვეთებს ასრულებს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად