ზურაბ ჯაფარიძე:ადამიანებს უროთი დაუნგრიეს ცხოვრება, მერე იმედი მისცეს და ბოლოს ისევ უროთი მიადგნენ

მთავრობა ადამიანებს უროთი უნგრევს ცხოვრებას, მერე იმედს აძლევს, რომ თავიდან დაიწყოს, დაიწყეს და მერე ისევ უროთი მიადგნენ, – ამის შესახებ “მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მესმის, რომ პოლიტიკოსების მიმართ ნდობა ნაკლებია და ამიტომ არის ნეგატიური დამოკიდებულება როდესაც პოლიტიკოსებს ხედავენ აქციებზე. მაგრამ ეს აქციები არ არის დაორგანიზებული პოლიტიკოსების მიერ და კონკრეტული ადამიანების მიერაა, რომელსაც ცხოვრება დაუნგრიეს ერთი წლის განმავლობაში და ასე უროთი უნგრევენ, მერე იმედს აძლევენ, რომ შეგიძლია ისევ თავიდან დაიწყო, დაიწყეს, მაგრამ მერე ისევ უროთი მიადგნენ და უროთი უნგრევენ, ვალებში არიან გადავარდნილები, სამსხური, შემოსავლები დაკარგული აქვთ და უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ არის”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად