ზურაბ ჯაფარაძე სააკაშვილზე: თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?

“არაერთხელ გვაქვს ეს მოსმენილი – „ახლა ჩამოვალ“, „ახლა ჩამოვალ“. თუ უნდა ჩამოვიდეს”.

ასე უპასუხა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დასმულ კითხვას საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„მე ეს არაფერში მჭირდება, თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. არაერთხელ გვაქვს ეს განცხადებები მოსმენილი – „ახლა ჩამოვალ“, „ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ლაივის დროს განაცხადა, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობა ხელს გაანძრევს, „ჩამოვალ და ყველაფერზე ვარ წამსვლელი“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად