ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერი აქცია – ფოტორეპორტაჟი

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, ოპოზიციის წარმომადგენლები და მოხალისეები, რომლებიც სტიქიის ზონის დასუფთავებაში იღებდნენ მონაწილეობას. 

მოქალაქეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით – "სოლიდარობა ზურაბ გურიელიძეს". 

აქცია დღეს მთავრობის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. 

შეგახსებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საგანგებო შტაბი, ცხოველების შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის დირექტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებდა. დღესვე პრემიერმა საზოგადოებას არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის ბოდიში მოუხადა. ზურაბ გურიელიძემ კი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად