ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძე: თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება ვერ ხდება, საჯაროდ ასახსნელია, რატომ ვერ ხდება

“გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაჟორიტარობის კანდიდატებზე ოპოზიციის შეთანხმებაზე, სოციალურ ქსელში წერს:

“1. მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია;

2. თუ აღარ არის მნიშვნელოვანი, ვინმემ ახსნას, რატომ იყო მნიშვნელოვანი რამდენიმე თვე და ახლა რა შეიცვალა;

3. თუ შეთანხმება ვერ ხდება, მე მაინტერესებს, რატომ ვერ ხდება. მეტიც, ვთვლი, რომ ეს საჯაროდ არის ასახსნელი;

4. მე მეჩქარება ამ პროცესის დასრულება (იმედია შეთანხმებით), რომ გაურკვევლობა დასრულდეს და კამპანია დავიწყო.” – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, Facebook-ის გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად