ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: სპორტის და კულტურის დაფინანსება პოლიტიკური ფულია და უნდა გავაუქმოთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: სპორტის და კულტურის დაფინანსება პოლიტიკური ფულია და უნდა გავაუქმოთ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც სრულად მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

მისი თქმით, არანაირი განსხვავება არ არის, თეატრში ქმნი პროდუქტს თუ პირობითად კარტოფილი მოგყავს და იმაში დებ მთელ შენ შრომას.

_ თქვენი ერთ-ერთი ინიციატივა ასევე ყოველთვის იყო სპორტის დაფინანსების შეწყვეტაც. ამაზეც იგივე აზრზე ხართ? თუ გაუქმდება მისი დაფინანსება რა მექანიზმი უნდა იყოს იმისათვის, რომ სპორტი არსებობდეს?

_ ეს ეხება არა მხოლოდ სპორტს, არამედ კულტურას და ძალიან ბევრ სფეროს, სადაც ფული იხარჯება, ეს არის პოლიტიკური ფული. ამით ცდილობენ სახელმწიფოს წარმომადგენლები სპორტსმენების თუ კულტურის მოღვაწეების კეთილგანწყობის მოპოვებას, რომლებიც შემდეგ ან პირდაპირ სიაში ხვდებიან, ან მხარს უჭერენ საჯაროდ მმართველ პარტიას. სინამდვილეში სხვა დანიშნულება არ აქვს მაგ ფულს. მაგიტომ აქვს პრობლემები სპორტში და კულტურასა და ხელოვნებაში. ეს დაფინანსება გასაუქმებელია.

შესაძლოა რაღაცები დავტოვოთ, მაგრამ სინამდვილეში სპორტი და კულტურა ჩვეულებრივი პროდუქტებია. ვიღაცას ვარჯიში რომ უნდა, მე რატომ უნდა ვიხადო მაგაში ფული, არ მესმის. ან ვიღაცას რომ უნდა მსახიობობა და როლების შესრულება, გაყიდოს ბილეთები. თუ კარგად ითამაშებს მსახიობი ან სპორტსმენი, ხალხი იყიდის ბილეთებს. თუ ვერ ყიდის, ესე იგი ცუდად თამაშობს და ხალხი არ მიდის საყურებლად. არანაირი განსხვავება არ არის, თეატრში ქმნი პროდუქტს თუ პირობითად კარტოფილი მოგყავს და იმაში დებ მთელ შენ შრომას. როგორც კარტოფილი შეიძლება ვერ გაყიდოს ვიღაცამ. ასევეა ესეც და ვიღაცამ შესაძლოა ვერ გაყიდოს თავისი ნათამაშები როლი სპექტაკლში. ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ადამიანები თავისი ნებით უნდა ყიდულობდნენ როგორც კარტოფილს, ისე სპექტაკლის ბილეთებს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად