ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ყველაზე სწრაფად გამდიდრების გზა სახელმწიფო ქონების მოსახლეობაზე გადანაწილებაა

ფოთში, პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, წინა საარჩევნო შეხვედრა გამართა.

როგორც მან შეკრებილებს განუცხადა, „გირჩი“ პარლამენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გატანას გეგმავს. ერთ-ერთი — სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების, მოსახლეობაზე თანაბრად გადანაწილებას ეხება, რომელიც მისი აზრით ყველაზე სწრაფი გამდიდრების გზაა.

“ეს არის პირველი შეხვედრა ფოთში. ძირითადად მხვდებიან ჩემი მხარდამჭერები . ჩვენ გვაინტერესებს თუ რა სიტუაციაა ადგილზე. რაც შეეხება ჩემს საარჩევნო პროგრამას, ჩემმა მხარდამჭერებმა კარგად იციან და ნაკლებად მიწევს მაგაზე საუბარი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის გატანა გვინდა პარლამენტში . ერთი არის სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების დარიგება მოსახლეობაზე თანაბრად, ეს არის ყველაზე სწრაფი გამდიდრების გზა ჩვენი აზრით. მეორე ეს არის გადასახადების დაწევა და ერთი გადასახადის ქვეყანა. ამას გარდა გვაქვს შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებთან , რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას. გარდა ამისა გვაქვს განათლებასთან დაკავშირებული ხედვა, რომ კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციები გათავისუფლდნენ სახელწიფო რეგულაციებისგან. ძირითადი თემები ეს არის , მაგრამ საუბარი გვაქვს ხოლმე ისეთ თემებზე , რომელიც ადამიანებს აინტერესებთ . დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ” – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად