ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: მიტინგების ეს ფორმა დრომოჭმულია, მოსაფიქრებელია კრეატიული იდეები

ერთ-ერთი ფორმაც რაც მოვიფიქრეთ არის ჩუმი პროტესტი. არავინ არ ამოიღებს ხმას, იქნება ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში გამოსული, – ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განნაცხადა.

მისი თქმით, მოსაფიქრებელია კრეატიული იდეები და მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები ხალხს ტრიბუნებიდან არ უნდა ელაპარაკებოდნენ.

“გირჩს” ცოტა განსხვავებული ხედვა გვაქვს. გვგონია, რომ მიტინგების ეს ფორმა, რომელსაც ჯერ კიდევ იყენებენ პოლიტიკური პარტიები საქართველოში რაღაცნაირად დრომოჭმულია და არაეფექტურია. მოსაფიქრებელია უფრო განსხვავებული და კრეატიული ფორმები. ვცდილობ, დავარწმუნო ოპოზიცია, რომ არ არის აუცილებელი, რომ ტრიბუნები იყოს და ხალხს პოლიტიკოსების ტრიბუნებიდან ელაპარაკებოდნენ. ამიტომ არ ავდივარ ტრიბუნაზე და ვდგავარ ხალხთან.

პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და გასაგები რასაც ითხოვ. ამ შემთხვევაში ადამიანები მას შემოუერთდებიან. მათ შორის ფორმაც უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანები არ დაღალო. მთავარია აჩვენო გამძლეობა. ერთ-ერთი ფორმაც რაც მოვიფიქრეთ არის ჩუმი პროტესტი. არავინ არ ამოიღებს ხმას, იქნება ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში გამოსული და ხმას არ ამოიღებს. ამის პრეცენდენტები ყოფილა მსოფლიოში და მათ შორის შედეგიც მოუტანია”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად