ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ხელს ვაწერ შარლ მიშელის შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს

“მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელ აწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ 5 პუნქტიან დოკუმენტს.

“ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს
ხელს ვაწერ სამი რამის გამო:
1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები
2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს
3. არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეაყანაში
– არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ
რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა
ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს
ასევე:
ჩემი ეს გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე,
ვაპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო.
მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში.
და ბოლოს:
მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართულო იყო მოლაპარაკებების პროცესში.
განსაკუთრებით, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს სქართველოში.
არ მგონია, ბოლომდე გვქონდეს გააზრებული რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა”, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...